ბაზარზე მცურავი საშუალებების დამატების მოთხოვნილება არ არის, ინტერესი მკვეთრად არ გაზრდილა, – ამის შესახებ ქართული სერვისისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანია “ბორანის” თანადამფუძნებელმა კოტე ქიტიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები მცირედით არის შეცვლილი და მათი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები არიან.
“ჩვენი სამუშაო მაინც სეზონურია, რადგან აქტიურად ზაფხულის სეზონზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიმდინარე წლის ზამთარში ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ეს გულისხმობს ძველი თბილისური დეტალების დამატებას. გარდა ამისა, მომხმარებლებს თემატური საღამოების გამართვას შევთავაზებთ, სადაც წარმოდგენილი იქნება თბილისური ფოლკლორი, პოეზია და ა.შ.”, – აცხადებს კოტე ქიტიაშვილი.
ცნობისთვის, “ბორანი” მტკვარზე 2015 წელს გამოჩნდა და ამ ეტაპზე 1 ბორანი და 2 კატამარანი ჰყავს. თუმცა კომპანია სამომავლოდ მცურავი საშუალებების დამატებას გეგმავს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
