ბაზარზე მეორე ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმლის ბრენდი PepsiCo Dr Pepper-მა ჩაანაცვლა

Coca-Cola-სა და PepsiCo-ს დაპირისპირებას ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა უწოდეს სკაპიტალიზმის ისტორიაში. მხარეები ყველა მეთოდს იყენებდნენ: სასამართლო პროცესებით დაწყებული, რეკლამაში ერთმანეთის დაცინვით დამთავრებული.
თუმცა, ახლა მათ შორის უფსკრული ძალიან დიდია: Coca-Cola-ს ბაზრის წილი მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ნებისმიერი კონკურენტის წილს. PepsiCo კი მეორე ადგილზე Dr Pepper-მა ჩაანაცვლა.
2004 წელს Dr Pepper მეექვსე ყველაზე პოპულარული სასმლის ბრენდი იყო შეერთებულ შტატებში. 2024 წელს ბრენდმა გაყიდვებით Pepsi-ს და გაუსწრო მეორე ადგილი დაიკავა. რა არის საიდუმლო? Wall Street Journal ამ შედეგს ჭკვიან და დროულ სტრატეგიას მიაწერს.
139 წლის ბრენდმა არატრადიციული გადაწყვეტილებები მიიღო. Dr Pepper-მა სრულიად არამადისაღმძვრელი ტენდენცია წამოიწყო TikTok-ზე (დამარინადებული კიტრი გაზიან სასმელში ჩააგდო) და აიტაცა ვირუსული ჭორი იმის შესახებ, რომ სასმელს გაყიდვიდან ხსნიდნენ. ამას გარდა, Dr Pepper-მა შეამჩნია ცვლილებები სამომხმარებლო ჩვევებში და პროდუქტის განვითარება დაიწყო.
როდესაც Coca-Cola და Pepsi იბრძოდნენ ექსკლუზიური სადისტრიბუციო ქსელებში დომინირებისთვის, მაგალითად, Pepsi-მ Coca-Cola-ს ყველაზე დიდი მომხმარებელი Subway წაართვა, Dr Pepper-მა კონკურენტების მიმართ „კოლეგიალობა“ გამოიჩინა. შედეგად, Dr Pepper იყიდება როგორც Coca-Cola-ს, ასევე Pepsi-ს აპარატებში და Dr Pepper უფრო მეტ ადგილას იყიდება -ში, ვიდრე სხვა გამაგრილებელი სასმელი.