“ბავშვობის მეგობარს ფინანსურად ვეხმარებოდი და იცით, რა მითხრა?” – ვიქტორ ოსიმენი

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებულმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.
“ჩემს ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარს თანხას ვუგზავნიდი, მან კი ერთ დღესაც მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება სურდა და დახმარების თანხა გამეზარდა. მე მას 5 000 ევრო გავუგზავნე, იცით, რა მითხრა? “გაზეთებში წავიკითხე, რომ ყოველ კვირას მილიონ ევროს შოულობ და ველოდებოდი, რომ დაახლოებით 50 000 ევროს გამომიგზავნიდი, რათა ბიზნესი დამეწყოო”.
ძალიან გავბრაზდი. მინდოდა გაგზავნილი თანხა უკან დამებრუნებინა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ფული, რომლითაც მას ვეხმარებოდი, ნიგერიაში უამრავი რამის ყიდვა შეგიძლიათ, 5 000 ევროდ ევროპაში
მხოლოდ ფეხსაცმელს შეიძენთ, თუმცა ნიგერიაში სიღარიბეა და ამ თანხად ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. როდესაც ნიგერიიდან ევროპაში მოვდიოდი, ერთი დოლარითაც კი არავინ დამხმარებია. ქუჩაში ვიდექი და წყალს ვყიდდი.
ხალხმა უნდა ისწავლოს და დააფასოს ის, რასაც საჩუქრად მიიღებენ”, – განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ნიგერიელი ფორვარდი სეზონის დასრულების შემდეგ “პარტენოპეიში” დაბრუნდება, დიდი ალბათობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი აფრიკელის სხვა ევროპულ კლუბში გაყიდვას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში