ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცება – ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა.
სწორედ გაგა კოხრეიძეა „ მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ – კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც ავტომობილის მოვლას უკავშირდება და დაანახვოს, რომ ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ ხარჯების გაღებასა და დისკომფორტთან არ ასოცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ