“ბავშვობიდან “მილანის” დიდი ფანი ვარ” – მბაპე იტალიაში მხოლოდ “როსონერიში” ითამაშებს

ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “მილანის” დიდი ფანია და თუ ოდესმე სათამაშოდ იტალიაში გადავა, მხოლოდ “როსონერის” ფორმას მოირგებს.
“არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. თუ როდისმე სერია A-ში გადავბარგდები, ჩემი გუნდი მხოლოდ “მილანი” იქნება.
ამ კლუბს ბავშვობიდან ვქომაგობ და მის ყოველ თამაშს ვუყურებ. ჩემი ოჯახის თითოეული წევრი “როსონერის” დიდი გულშემატკივარია”, – აქვეყნებს მბაპეს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ მბაპე ახლა თავისუფალი აგენტია და ამ ზაფხულს, დიდი ალბათობით, “რეალს” შეუერთდება.