„ბავშვმა ლექსი ზეპირად უნდა ისწავლოს…“ – რა მნიშვნელობა აქვს დაზეპირებას მეხსიერების განვითარებაში

„ბავშვმა ლექსი ზეპირად უნდა ისწავლოს…“ – რა მნიშვნელობა აქვს დაზეპირებას მეხსიერების განვითარებაში
ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რატომ არის ბავშვისთვის ლექსის ზეპირად სწავლა მნიშვნელოვანი და როგორ ეხმარება მეხსიერების გააქტიურებას დაზეპირება:
„მუშა მეხსიერებას ვარჯიში რომ სჭირდება, ამაზე საუბარი არ უნდა იყოს. ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის, მაგალითად, ვიზუალური მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში რომ სჭირდება, ამაზე საუბარი არ უნდა იყოს. დიახ, ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ე.წ. საზეპირო რა მოცულობის იქნება – ეს უნდა იყოს, მაგალითად, ჰაგიოგრაფიული, საკმაოდ რთული, ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი, თუ აკაკი წერეთლის ლირიული, არაჩვეულებრივი ლექსის ნაწილი, ან რომელიმე პოემა – ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული. ანუ, რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს უკვე მის ინტელექტზეა დამოკიდებული. მაგრამ, იმას, რომ ბავშვის მუშა მეხსიერებას, რომელიც მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვარჯიში სჭირდება, დისკუსია არ სჭირდება“, – ამბობს ნევროლოგი სოფო ბახტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ისევე ღირსეულად დავტოვებ პროექტს, როგორც შემოვედი!“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს
ს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2024 წელს
VIDEO: პროექტში დაბრუნებულ 3 მონაწილეს აუტსაიდერის სკამებს უმზადებენ – რა ხდება „პრაიმ ჰაუსში“