„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განმარტა, ცვლილები ტექნიკური ხასიათის არის და იგი კანონქვემდებარე აქტებში მოცემული ვადების გადახედვას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, „ბავშვის უფლებათა კოდექსის” ცალკეულ ნორმათა მოქმედება 2027 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები