ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას, რასაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასე ეხმაურება:
,,ბავშვთა სიღარიბის მომიზეზებით რომ პრემიერი მოხსნეს(კვირიკაშვილი ), ზუგდიდის ტრაგედიამ გამახსენა😪😪 ბავშვთა სიღარიბე კი არ ადარდებდათ, ან მაშინ ან ახლა, საკუთარი, მოყანყალებული სკამების შესანარჩუნებლად ასახელებენ ხოლმე ამ მიზეზს😡😡 ბავშვთა სიღარიბეზე ზრუნვისთვის ჯერ არ სცალიათ😡ჯერ დედა რომ დედაა და მამა მამაა, ამით კვებავენ გაჭირვებულ ხალხს…. ჯერ დასავლეთი ცუდია და რუსეთი ერთმორწმუნეაო, ამით აბრუებენ მშიერ ადამიანებს… წარმატებული ეკონომიკა გვაქვსო, ამით აბოლებენ ქვეყანას და ,,წარმატებული ეკონომიკის,, ქვეყანაში ღატაკი ბავშვები იღუპებიან(((((”