“ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას” – ევროკავშირის საელჩო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირი გამოხატავს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერას “საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში” და ხაზს უსვამს მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
“ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და სთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას”, – წერია განცხადებაში.
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას.

ასევე დაგაინტერესებთ