“ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას” – ევროკავშირის საელჩო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირი გამოხატავს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერას “საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში” და ხაზს უსვამს მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და სთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას”, – აღნიშნულია 1 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, “ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას – ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!