ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
გავიზარდეთ, მინიმუმ ჰოლივუდის ბლოკბასტერებზე გავიზარდეთ…ისიც კარგად ვიცით რა არის დრამატურგიული ხაზი და როდესაც იარაღი სცენის დასაწყისში კიდია, ბოლოში აუცილებლად გაისვრის…“ჰოუმლენდიც” ზედმიწევნით შესწავლილი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ ამერიკელი მზვერავები და სპეც.სამსახურის წარმომადგენლები,მართალია თან ბევრს ბიპოლარული აშლილობა აწუხებს…ხოდა, რატომ მოვაყოლე ამხელა ამბავი.ჩვენ ვერ გაგვტეხა ვერც შიმშილმა, ვერც უგაზობამ და უშუქობამ და ვერც სააკაშვილის სადისტურმა რეჟიმმა.ღმერთმა დაიფაროს, თუნდაც ერთი ქართველი ბავშვის თავიდან თმა რომ ჩამოვარდეს, (როგორც ამას გვიანონსებს აშშ-ს საელჩო)საქართველო სამუდამოდ დაასრულებს ყველანაირ ურთიერთობას ოკეანის გაღმა ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორთან.ვინმე იტყვის -ანაღვლე ამერიკას?არაა ასე!მაშინ ამდენსაც არ იწვალებდნენ, მილიონებს არ დახარჯავდნენ მთავრობის დასამხობად!იმედი მაქვს ჩვენი უსაფრთხოების და უშიშროების თანამშრომლების,მათ არაერთი ტერაქტი აგვაცილეს და ახლაც გაგვიყვანენ სამშვიდობოს,უბრალოდ ყველამ მოიხსნა ნიღაბი….არაა ცუდი პროცესი, მთავარია უმსხვერპლოდ გავიაროთ!P.S. მაინც ვიფრთხილოთ თავშეყრის ადგილებში, უცხო ნივთებს ხელი არ მოვკიდოთ და ზოგადად ბავშვები მოვარიდოთ მოლებს.ღმერთი დაიცავს ჩვენს პატარა,ლამაზ სამშობლოს!