„ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ჩვენ უნდა დავიცვათ“ — ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მარში გაიმართება

25 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება მარში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ. ქალთა მოძრაობა, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით გააპროტესტებს ადრეული და იძულებითი ქორწინებების პრაქტიკას.
„სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს. ბავშვთა ქორწინების არსებობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო არ ებრძვის პედოფილიას!
ჩვენ, ყველამ ერთად, ვისაც ამ სასტიკი რეალობის ცვლილება გვსურს, ახლავე უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და სახელმწიფოს მკაცრად მოვთხოვოთ ეფექტური რეაგირება. ბავშვები თავს ვერ დაიცავენ, ბავშვები ჩვენ უნდა დავიცვათ!” — წერია ღონისძიების აღწერაში.
ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მარშში მონაწილეობას მიიღებენ აქტივისტები აზერბაიჯანელი თემიდან და სფეროში მომუშავე ექსპერტები. ორგანიზატორები ელიან ყველას, “ვისთვისაც ბავშვები, მათი ცხოვრება, განვითარება და ბედნიერება მნიშვნელოვანია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ