“ბავშვები ვისაც ეთამაშებიან, იმას ახლა ნამდვილად ბნელი ძალა ჰყავს შემძვრალი”- ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გაგიზიაროთ:
ბავშვები პერფორმანსს დგამენ, მაგრამ ვისაც ეთამაშებიან, იმას ახლა ნამდვილად ბნელი ძალა ჰყავს შემძვრალი. ამგვარი პერფორმანსი უარყოფით განცდას აღძრავს, რადგან ვინც აქციაზე ვდგავართ, ჩვენს არც ენობრივ აზროვნებაში და არც სურათ-ხატობრივ ცნობიერებაში არ არის – “შენს კუბოს დავდგამ” – ორგანული მეტყველება.
ყოველ ათში ცხრა ადამიანს საქართველოში ტრაგიკული პირადი და კოლექტიური მეხსიერება აქვს. არ მგონია, რომ ამგვარი ნიშნებით და სიმბოლოებით ჭარბად თამაში კარგად აისახებოდეს ვინმეზე.
სიბნელის გაფანტვა მხოლოდ სინათლით და თუ მაგიაა, მხოლოდ თეთრი მაგიითაა შესაძლებელი.
შობა მოდის ჩვენთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან – ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ – „ქართული ოცნება“ კი არის ის, ვინც საქართველოს ყიდის და ამ მემორიალთან ვერ უნდა მოდიოდეს