ბავშვების თვალები მომავლის რწმენით ბრწყინავს. მათი ბედნიერი ბავშვობა ის საფუძველია, რომელზეც შენდება ძლიერი და ჯანმრთელი საზოგადოება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დააკავშირებით, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მისალოც წერილს აქვეყნებს:
“დღეს ბავშვთა დაცვის დღეა — სიყვარულის, სითბოსა და გულწრფელი ღიმილის დღე.
ბავშვების თვალები მომავლის რწმენით ბრწყინავს. მათი ბედნიერი ბავშვობა ის საფუძველია, რომელზეც შენდება ძლიერი და ჯანმრთელი საზოგადოება.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ გვერდით ვიდგეთ – გავუფრთხილდეთ მათ ოცნებებს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, განათლებაზე და მზრუნველობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების შესაძლებლობა.
ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება — იქნება ეს სკოლის მშენებლობა, ბაღის რეაბილიტაცია თუ საბავშვო სივრცის შექმნა — მიზნად სწორედ ამას ისახავს: ბავშვებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფას.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ღიმილით და ბედნიერებით გევლოთ ცხოვრების საინტერესო გზაზე!”– წერს ზაზა დიასამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის