ბავარიის პრემიერმინისტრმა მარკუს სოდერმა და გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის შორი მანძილის საკრუიზო რაკეტების Taurus-ის გადაცემისკენ მოუწოდეს.
“Taurus-ის რაკეტები უკრაინას დაეხმარებოდა მუდმივი თვითმფრინავებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაღწევაში”, – განაცხადა მარკუს სოდერმა.
ასევე, გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა კანცლერი ოლაფ შოლცი გააკრიტიკა. მისი აზრით გერმანია და ევროპა რუსეთის მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხეებისთვის ადეკვატურად მზად არ იყვნენ. ამბობს, რომ გერმანელი მინისტრები ზედმეტად ფრთხილად მოქმედებენ.
“მე შეშფოთებით ვუყურებ რას ვაკეთებთ და ვკითხულობ საკმარისია თუ არა ჩვენი მხარდაჭერა.” – თქვა გაუკმა.