ბადრი ჯაფარიძე – PACE-ის დელეგაციასთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის – ამოცანაა, არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დავძლიოთ

ჩვენ PACE-ის დელეგაციასთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, კოალიციის ამოცანაა, რომ საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დაძლიონ.
„მათ აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საქმიანობა. აუცილებლად მიგვაჩნია ყველა არჩევნებში მონაწილეობა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ვესაუბრეთ ჩვენს პოზიციაზე. მათი ამოცანაც ეს იყო, რომ გაეგოთ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოზიცია.
ჩვენ მათთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით. ამოცანაა, რომ არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დავძლიოთ ჩვენს თანამოქალაქეებში, ყველამ გაითავისოს, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებებისკენ და ჩვენი მონაწილეობით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალურ არჩევნებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო