“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
ჯაფარიძე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ოლიგარქის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის სურვილი მისი, მამუკა ხაზარაძის და “ძლიერი საქართველოს” ლიდერების “გაშავებაა”.
დღეს, როცა ქვეყანაში არის ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად ეჯახებიან ღრმა ეკონომიკურ პროცესებს, როდესაც უმუშევრობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ემიგრაცია იზრდება, ფასები იზრდება, როდესაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, როდესაც ევროკავშირმა ყველანაირი მოლაპარაკება დაკეტა საქართველოსთან, ახლა ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია შექმნილია, იმისთვის რომ გადაიტანოს ყურადღება იმ უმწვავესი პრობლემისგან, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად ეჯახებიან. ეს არის პირდაპირ გამიზნული ყურადღების გადატანის მცდელობა.
“ხალხის ძალას” ერთი სიტყვა არ უთქვამს კრიტიკული “ქართული ოცნების” შესახებ, ამიტომ ის არის “ქართული ოცნების” ფარული წევრი რაღაც სახელი დაირქვა, ამიტომ ასეთი პოლიტიკური თაღლითობით შექმნილი რაღაც კომისია ვერ იქნება საგამოძიებო კომისია. ეს არის შექმნილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებისთვის, მათი ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტების გაშავება, შეურაცხყოფა.
ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის, როგორც ჩანს საფრთხისშემცველი, როგორც ჩანს, რომ “ძლიერი საქართველო” ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ჩვენი ახალგაზრდა ლიდერები ყოველდღიურად ჩვენი თანამოქალაქეებისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას, როგორც ჩანს, ჩვენს ისინი ხედავენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამიტომ უნდა შეეცადონ ლიდერების დისკრედიტაციას, მათ ტალახში ამოსვრას, ამიტომ ეს დავალება ივანიშვილმა პირდაპირ მისცა, რა თქმა უნდა, წულუკიანს და წულუკიანმაც დაიწყო ეს პროცესი.“- აცხადებს ჯაფარიძე.
ოპოზიციონერ ლიდერს პროკურატურასთან მიმართებით კარგი მოლოდინი არ აქვს, ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, თავად ჯერ გაბიტაშვილის უწყებისგან ზარი ჯერ არ მიუღია, თუმცა ვარაუდობს, რომ პროკურატურას მასაც დაუკავშირდება.
ამ პროკურატურასთან მიმართებით კარგი მოლოდინი ვერ მექნება ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე…
პროკურატურიდან ზარი არ მიმიღია, სავარაუდოდ დამიკავშირდებიან. ცხადია, მაგისტრ მოსამართლესთან მზად ვარ მოწმის სტატუსით გამოვცხადდე. იმის მიუხედავად, რომ ეს სასამართლო სრულად კონტროლირებადია დღევანდელი ხელისუფლების მიერ, მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.