ბადრი ჯაფარიძე – ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს

ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს, – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ „გარდაუვალად მარცხდება“.
„ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს და იცის რა, რომ გარდაუვალად მარცხდება ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.
ეს, რა თქმა უნდა, ვერ იხსნის ივანიშვილს დამარცხებისგან, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს!”, – წერს ჯაფარიზე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი