ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი – ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის

ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი – ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც „ლელოს“, „ – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
ჯაფარიძის თქმით, ამ ერთობას შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეასრულოს დაპირებები, რომელიც აქვს, მათ შორის – 200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარი პენსია.
„ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ გვერდზე გადავდეთ პირადი განსხვავება და ვთქვით, რომ ახლა, დროა, გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ დადგეს ნამდვილი ცვლილებები ქვეყანაში – ნამდვილი ცვლილებები და არა ფარისევლური. ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოიტანოს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც შეუძლია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ სიღარიბე.
ამ ერთობას მართლაც შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპირებები შეასრულოს, რომელიც გვაქვს – ჩვენი მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარი პენსია, ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც შეგვიძლია ახალგაზრდებისთვის გავაკეთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ერთად თქვენი მხარდაჭერით. რაც მთავარია, დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ ის, რაც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა დიდ პრობლემად. ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი, როდესაც ვაერთიანებთ პროფესიონალიზმს, ქვეყნის სიყვარულს, ვაერთიანებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, სადაც იქნება დაცული ჩვენი რწმენა, ტრადიციები, განუმეორებლობა და ამას მივაღწევთ ჩვენს ევროპელ და დასავლელ მეგობრებთან ერთად. ასე რომ, ახლა გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის“ , – აღნიშნა ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ