ბადრი ჯაფარიძე – ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც გავუთავისუფლებივართ – ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება

ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც გავუთავისუფლებივართ – ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტების განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაიგო, რაც „16 მეტრ კვადრატულ სივრცეში სეირნობა დაამთავრა“.
„ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება – ჩვენი დატუსაღება და ჩვენი გათავისუფლება. დღეს დილით, პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10:00-საათიანი ჩემი გასეირნება 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში 11:00-ზე მორჩა და როდესაც დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ