ბადრი ჯაფარიძე – შს მინისტრს მოვუწოდებ, ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა – უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს

პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებ, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა – უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ -ს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ნაცემია.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიზიკურად უსწორდებიან [აქციის მონაწილეებს]. ყველა პოლიციელი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა. უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად