ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, ამის გამოსავალი არის ახალი – არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაძაბულობამ იკლოს.
„იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა, თავდაპირველად, მოწოდება იყო დიალოგისკენ, რომელიც დარჩა უპასუხოდ “ქართული ოცნების” მხრიდან. ის კვლავ დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ იკლოს დაძაბულობამ, რათა ხალხში მოხდეს არა დაპირისპირება, არამედ შერიგება ამ იდეის ირგვლივ. ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ამის გამოსავალი არის ახალი .
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური.
ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)