ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, მათგან არ ველით ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ხელისუფლების პოზიციას, რაც ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ისინი არიან რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს ოკუპაციისადმი შეურიგებლობა.
„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი და უნდა იყოს სწორედ გამსჭვალული იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ქვეყანამ თავი უნდა დააღწიოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენებს.
თან დღევანდელი დღე არის მეორე დღე ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავიდან. უკრაინელმა ხალხმა მართლაც საოცარი გმირობით შეძლო, რომ შეეჩერებინა რუსული არმია. მიმდინარეობს ყოველდღიური სისხლისმღვრელი ბრძოლები, მაგრამ ეს ყოველდღიური ბრძოლები აღსავსეა უკრაინელი ხალხის გმირობით და ის იმსახურებს სულ აღტაცებასა და მხარდაჭერას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება