ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი

პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა სამშაბათს არის დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ს დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ის თავისუფლებას არასდროს დათმობს.
„ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს. დამარცხება მწარე უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“. ის ამ მწარე მარცხს იმსახურებს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობთ, ეს სხვაობა დიდი იქნება და არჩევნების დღე გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება გაუტეხელია და ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა დანიშნული და მის ინიციატივებთან დაკავშირებით იქ შედგება საუბარი“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვ „პირველთან“ ინტერვიუში კანდიდატის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით განხილვებს ოპოზიციურ პარტიებთან ორშაბათიდან დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია