ბადრი ჯაფარიძე – საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, “ქართული ოცნების” მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, ვითომ კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ვერ არიან, მათი რღვევა დაწყებულია

საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, ეს “ქართული ოცნების” მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის პროტესტი, რომელიც 44 დღეა მიმდინარეობს, არ გაჩერდება.
“ეს აქციები იქნება უწყვეტი, ეს ადამიანები აქ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალისა და ქვეყნის სიყვარულის გამო მოდიან. ილუზიაა, რომ ეს ხალხი სახლში შებრუნდება, შენელდება და შეჩერდება.
საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდს გამოიძიებს, ეს “ქართული ოცნების” მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. თუ რაიმეს გამოძიება სურთ, 12 წელი ჰქონდათ და გამოეძიათ. ეს არის, თავიანთ მომხრეებს აჩვენონ, რომ ვითომ კარგ ფორმაში არიან. რა თქმა უნდა, ვერ არიან კარგ ფორმაში და მათი რღვევა დაწყებულია. მათ კარგად ესმით, რომ სანქციები, რომელიც მათი მისამართით დაწესდა, იზოლაციაში აქცევს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა