ბადრი ჯაფარიძე – პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები – მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ს შესაძლო გაყალბების საქმეზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა დასრულდა.
როგორც ჯაფარიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე. ამასთან, როგორც ის აცხადებს, პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები.
„ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები.
კონკრეტული დარღვევები მდგომარეობს იმაში, რომ სარჩევნო უბნის წინ, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით.
სასამართლოს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა, ამ მოვლენას მეც შევესწარი, ოღონდ საარჩევნო უბნის გარეთ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“,- აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.