ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს – პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და ყველაზე ეფექტურია

პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და რომელიც არის ყველაზე ეფექტური [შედეგის მისაღწევად], – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის დაწყვებამდე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების პროტესტის გარდა დადებითი შედეგი მოიტანა პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო „ქართული ოცნება“.
„ახლა გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, შეიქმნა მასთან კოალიციური საბჭო, რომელიც იმსჯელებს ყოველდღიურ გეგმებზე. პოლიტიკური აქტორები უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, სრულიად იზოლირებულია ეს ძალა, მარტოა ე.წ. პარლამენტში, მარტოა გარე სამყაროსთვის დარჩენილი. ამ იზოლაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ. ამას ჩვენ გავაგრძელებთ და მინდა ვთქვა, რომ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა პროტესტმა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი