ბადრი ჯაფარიძე – „ოცნება“ იგრძნობს სუსხს, რომელიც სახდეპის ახალი ადმინისტრაციისგან წამოვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართეს.
„ძლიერი საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი ს ჩანიშვნას.
მისივე თქმით, 20 იანვრის შემდეგ, „ოცნების“ წარმომადგენლებს ახალი ადმინისტრაციის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ცხადია, რომ მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ გაგრძელდება. ეს მხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული – უწყვეტი მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და სანამ, ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ამიტომ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, აბსურდია, რადგან არანაირი სასიკეთო ცვლილებები არ იქნება ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როგორსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. 20 იანვრის შემდეგ -ში იქნება ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას, ძალიან სწრაფად გადადგამს ნაბიჯებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ტყუილად აქვს იმედი, რომ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან, მოიცლიან საქართველოსთვის, საქართველო დარჩება პრიორიტეტების სიაში, ქართველი ხალხის დახმარება დარჩება და იქნება პრიორიტეტი ახალი ადმინისტრაციისთვის. ავტორიტარული რეჟიმები იგრძნობენ იმ სუსხს, რომელიც მათ ექნებათ სწორედ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
რაც შეეხება გრიგოლ გეგელიას მოსაზრებას, როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში და ის ადმინისტრაციული ცვლილება, რომელიც უწყებაში იგეგმება არ შეცვლის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ძალიან სწრაფად მუშაობას, ტრანზიცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სავსებით არ ეხება იმ პოლიტიკას, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რა თქმა უნდა, ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც“, – განაცხადა გეგელიამ.
ამასთან, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრამდე IRI-ის ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც თან ჰქონდათ ოთხი პოლიტიკური გაერთიანების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყანას კრიზისი უნდა დააძლევინოს.