ეს ნაბიჯი, რომელიც ახლა გადავდგით, რომ უკან იყოს გაწვეული [ოკუპირებული ტერიტორიების] აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, არის ჩვენი გზავნილი ოსი და აფხაზი ძმების და დების მიმართ, რომ ერთად შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე, დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიმართვა სირიის ხელისუფლებისადმი, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა იმის შემდეგ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა სირიიდან, დაემხო მისი რეჟიმი. ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით ეს კომუნიკაცია დავამყარეთ. შესაბამისად, ოთხივე კოალიციური ცენტრის მხრიდან მივაწოდეთ ხელმოწერილი თხოვნა, მოთხოვნა, რომ უკან იყოს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვნახეთ, ამას წინ აღუდგა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ჩვენ უნდა მივმართო მათ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ახლა გადავდგით, რათა უკან იყოს გათხოვილი აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, ეს არის ჩვენი გზავნილი ოსი და აფხაზი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა, დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ამ გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სირიის მიერ აღიარების გამოთხოვა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგის დროს, მხარდაჭერა გამოუცხადა, „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.
