ერთადერთი კრიზისის დაძლევის გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან ასეთი სიღრმის კრიზისი სხვანაირად ვერ განიმუხტება-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “კრიზისი მხოლოდ მაშინ განიმუხტება, თუ ახალი ეროვნული არჩევნები, სამართლიანი პირობებით ჩატარდება.“
ერთადერთი კრიზისის დაძლევის გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან ასეთი სიღრმის კრიზისი, როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვს 89 ადამიანს, რომლებიც იკრიბებიან და თავიანთ თავს უწოდებენ პარლამენტს, ეს კრიზისი ვერ განიმუხტება ვერანაირად, გარდა ახალი ეროვნული არჩევნების დანიშვნისა, რომელიც სამართლიანი პირობებით უნდა ჩატარდეს,- აღნიშნა ჯაფარიძემ.