ბადრი ჯაფარიძე: კონგრესი და სენატი მხარს უჭერს თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს 

კონგრესი და სენატი მხარს უჭერს თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მათი ამოცანაა, კონგრესმენებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენი ამოცანაა კონგრესმენს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობიან პროტესტზე და ბრძოლაზე, რომ დაინიშნოს ახალი , მოხდეს სრული იზოლირება დე ფაქტო, თვითმარქვია ხელისუფლების. 

კომგრესმენები დაგვპირდნენ, რომ ინტერესით ჩაერთვებიან იმ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოსთვის მხარდამჭერი აქტების მიღება.

ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის მოთხოვნა მოვიტანოთ კონგრესმენებთან, რათა კონგრესმა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები მიიღოს. კონგრესი და სენატი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს ჰქონდეს მყარი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი არჩევნები და დავძლიოთ ის ღრმა კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა “ოცნებამ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან მართავენ. 9 კონგრესმენთან  და 2 სენატორთან აუდიენცია უკვე ჩანიშნულია. დღეს შეხვედრების ნაწილი კონგრესში უკვე გაიმართა.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები გეგმავენ, ამერიკელ პოლიტიკოსებს საქართველოში შექმნილი კრიზისის შესახებ ინფორმაცია თავად, პირველწყაროდან მიაწოდონ.