ბადრი ჯაფარიძე – კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და დანარჩენი, პარტიის გადასაწყვეტია – ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს პარტია, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად

ანა [დოლიძე] არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდგომ და დანარჩენი უკვე, პარტიის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც კოალიციიდან ანა დოლიძის გასვლის თაობაზე ისაუბრა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ საკითხზე თავად ანა დოლიძემაც მკაფიოდ ისაუბრა.
„ანა [დოლიძე] არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდგომ და დანარჩენი უკვე, პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას სურს დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება. მისივე განმარტებით, მისი პარტია „ხალხისთვის“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე. დოლიძის თქმით, პარტიას აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.