ბადრი ჯაფარიძე – თუკი არც ერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ – ეს სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა

თუკი არც ერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც ასე სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ – რა უნდოდა ამ ადამიანების დაკავებასა და ამოცნობას? – პასუხისმგებლობა სრულად „ქართული ოცნებისაა“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საპროტესტო აქიებზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმით, რომ არ მომხდარა არც ერთი სამართალდამცავის დაკავება, დადასტურდა, რომ „არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“.
„ძალიან მარტივი საკითხია – თუ კი არც ერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც ასე სადისტურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ ძალადობა განეხორციელებინათ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სინამდვილეში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, თორემ რა უნდოდა ამ ადამიანების დაკავებასა და ამოცნობას? ან იმათ ამოცნობას, ვინც ჟურნალისტებს გაუსწორდა. ამ ადამიანების ამოცნობას ერთადერთი რამ სჭირდება – სურვილი. „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი არ აქვს. ამით ახალისებენ ძალადობას, იმას, რომ ახალგაზრდებს ვითომდა პოლიციელები, თავს კვლავ დაესხნენ. ჩემთვის, ის ხალხი პოლიციელები არ არიან. ისინი არიან კრიმინალები. „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება ახალგაზრდებზე, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ინდივიდების მიმართ; მათზე, ვისაც უფლება აქვს გააპროტესტოს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული პოლიტიკა. ვნახეთ, როგორ უსწორდებიან მათ დაკავების შემდგომ, როგორ უმოწყალოდ სცემენ, როგორ ამახინჯებენ. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნებისაა“, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც ერთი ადამიანი არაა იდენტიფიცირებული, ვინც ამ სისაძაგლეს ჩადის და სადისტურად უსწორდება ადამიანებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, რუსთავში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი ახლა რუსთავის მერიის წინ იმყოფებიან.
რუსთავის მერიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან, სთან შეხვედრას და მის მიერ სპეცრაზმის ძალადობრივ მოქმედებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები