ბადრი ჯაფარიძე – დარწმუნებული ვარ, რომ აშშ გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც დღემდე ასრულებს – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც ის დღემდე ასრულებს – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და -ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ის განმარტავს, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს.
„ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს!
აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. მუდმივად იბრძვის და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც ის დღემდე ასრულებს – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და ერების თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას