ბადრი ჯაფარიძე – ახლა საჭიროა შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა, “წინააღმდეგობის პლატფორმა”კარგი შესაძლებლობაა, რომ ერთობა აღდგეს – ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს

ახლა საჭიროა შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ვფიქრობთ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმა” არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთობა აღდგეს , – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღდგეს ერთობა, ხოლო ამის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობის ს და მასთან ერთად სხვა საკითხები გადაწყდება.
ამასთან, ჯაფარიძე დასძენს, რომ ერთობა არ ნიშნავს პირობების წაყენებას პარტნიორებისთვის, არამედ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას.
“არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება.
ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს