ბადრი ჯაფარიძე “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე: ეს სრულიად სხვა რამეა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ღამის კურიერში” “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე ისაუბრა.
ჯაფარიძემ ვიცე-პრემიერის მიერ ახალი საწარმოების ოდენობაზე გაკეთებულ განცხადებას მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია უწოდა. თუმცა წამყვანის კითხვაზე – ხომ არსებობს ნამდვილად ეს საწარმოები, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ კონკრეტული საწარმოები, მათი ისტორია და განვითარება ალბათ სათითაოდ იმსახურებს ყურადღებას.
“სამწუხაროდ, ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი, იმიტომ რომ არანაირი 700 ახალი საწარმო, მოგუგუნე ქარხანა არ შექმნილა. ის რაც ბატონმა ვიცე პრემიერმა თქვა, ეს არის ალბათ, ის რომელიც სრულიად სხვა რამეა, ვიდრე 100 ახალი ქარხნის აშენება. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია და ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის იმ დაპირების შესრულება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. კონკრეტული საწარმოები რომელზეც თქვენ საუბრობდით, მათი ისტორია და მათი განვითარება, სათითაოდ ალბათ იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ ეს ის დაპირება არ არის, რომელიც გასცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ