ბადრი ჯაფარიძე – არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ გადაირჩიოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში – ვისაც ხალხი გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიცია

ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთებთ კოალიციას. ქართული ხალხი ვისაც გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიციური ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხი გადაირჩევს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერასდროს ვერ დაბრუნდება.
„როგორ შეიძლება „ოცნებასთან“ ერთად კოალიციის შექმნა. ძალასთან, რომელიც პრორუსულია. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ გადაირჩიოს „ქართული ოცნება“ და როგორ შეიძლება გადარჩეული ძალა ისევ დააბრუნო ხელისუფლებაში.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას, ის ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში. ერთპარტიულად ვერ მოვა ვერცერთ სცენარში და ვერასოდეს, ეს არის ცალსახა.
ქართველი ხალხის ნებაა მთავარი, ვისაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, რომ მისცეს მანდატი, მასთან ერთად უნდა მოხდეს კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება. დაველოდოთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ვინ რამდენს აიღებს ახლა ამაზე საუბარი არის სპეკულაციები და ამაზე დროის ხარჯვას ჯობია ვისაუბროთ იმაზე, როგორ შევძლებთ 1 000 – ლარიანი პენსიის დარიგებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხალხს არეკეტებდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მატყუარა და ცილისმწამებელია და ის პრემიერ-მინისტრობის ნაცვლად „იაფფასიანი ყვითელი პრესის თანამშრომელი“ უნდა იყოს.
„ასეთი ადამიანი რომ პრემიერ-მინისტრი იქნება, ეს ქვეყანას რაიმე სიკეთეს მოუტანს? ჩვეულებრივი მატყუარაა, მატყუარა ცილისმწამებელია კობახიძე. ბიძინა ივანიშვილს მიმარტოს, მის ბანკირ დამფუძნებელს, რომელმაც გააკოტრა თავისი ბანკი. ვის შეატოვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გაცემული სესხი და ვის მიატანინა ეს მოიკითხოს კობახიძემ. იაფფასიანი ყვითელი პრესის თანამშრომლები უნდა იყვნენ ეს ხალხი. ის რაზეც საუბრობს ეს არის სირცხვილი, პრემიერ-მინისტრი კი არა, სამთავრობო შენობის კარისკაცი უნდა იყოს ასეთი ადამიანი, როცა ასეთ რამეს კადრულობს. ამ კაცმა რა ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს ასეთი ტყუილების გავრცელებით? ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს ასეთი რუსული ტიპის აზროვნების ადმიანების მმართველობის პირობებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს