ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ – ჯაფარიძე უწყებაში მისვლას გეგმავს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ბრალის წარდგენა 17:00 საათზე იგეგმება. გენერალურ პროკურატურაში მივა თავად ბადრი ჯაფარიძე.
მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე წარედგინებათ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბოკუჩავა: ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო