ბადრი პატარკაციშვილმა ყველაფერი გადადო „იმედის“ გამო და მგონია, რომ „იმედს“ გადაჰყვა – გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა

ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.
როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება მისთვის უზარმაზარი დანაკარგი იყო.
„ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები, რადგან ძალიან მიყვარდა ბადრი პატარკაციშვილი და უზარმაზარი დანაკარგი იყო ჩემთვის მისი გარდაცვალება. ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა.
როდესაც ჩვენ ინვესტიციებს ვაკეთებდით, ბადრო ამ ინვესტიციებს ყოველთვის უყურებდა საქართველოში რა უნდა იყოს კარგი. ყოველთვის ვეუბნებოდი, ან პოლიტიკაში უნდა იყო ან – ბიზნესში. ბოლო ბოლო, ყველაფერი გადადო იმედის“ გამო და მგონია, რომ ის „იმედს“ გადაჰყვა. ეს იყო ბადრის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო მაშინ, როდესაც თქვა, რომ „იმედი“ არ იყიდება. ამ გადაწყვეტილებიდან 6 თვეში მკვდარი იყო. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი იყო იმ მანქანისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა, მიიყვანეს იქამდე, რომ ის გარდაიცვალა. მე არ მგონია, რომ ბადრი მოკლეს, იქამდე მიიყვანეს, რომ მოკვდა“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის