“ბადრი იქნებოდა დადეშქელიანების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამგრძელებელი, მაგრამ აფრასიძეებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე! ბადრი 1995 წელს მოკლეს…”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ია თაბაგარის სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რა კავშირი იყო აფრასიძეებსა და ჩვენს ნათესაობას შორის?!
ბადრი დადეშქელიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. ჩემზე ცოტათი უფროსი, თუმცა მამიდად ვეკუთვნოდი და ამაზე მუდმივად ხუმრობდა, თანაც თინეიჯერობის ასაკში ვინმეს რომ გამაცნობდა სვანეთში, ვერავინ იჯერებდა ჩემს მამიდობას.
ბადრი ლაღი და ხალისიანი ბიჭი იყო, ნამდვილი მთის შვილი, ვაჟკაცური იერით, ლამაზი ღია ფერის თვალებით და ღირსეული თვისებებით.
ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი სვანეთში, ბეჩოს ხეობაში, სადაც ბებიაჩემი მადი დადეშქელიანი მაზერის კოშკში დაიბადა. შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა დაარბია დადეშქელიანების ოჯახი, გადაწვეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, გაანადგურეს ძველი რუკები და ისტორიული ნივთები, გაიტაცეს ძვირფასეულობა, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი შემორჩა მესტიის მუზეუმს. ოჯახის ისტორია ნაწილობრივ გაქრა! დადეშქელიანების დიდი ოჯახი დაიქსაქსა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს, ზოგი გაერიდა ხელისუფლების ყურადღებას და ზოგმაც ვერასდროს ვეღარ ამოისუნთქა თავისუფლად.
ბადრი იქნებოდა დადეშქელიანების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამგრძელებელი, მაგრამ აფრასიძეებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე! ბადრი 1995 წელს მოკლეს…
დილით დაჭრილ ბიჭთან საშველად მისული ხალხი არ მიუშვეს აფრასიძეებმა, ქვედა ხეობიდან მისულ ქალებს ესროდნენ დასაშინებლად, საღამოს კი სისხლისგან დაცლილი წავიდა ამქვეყნიდან. ბადრის მამა ბექო დადეშქელიანი იმ დღის მერე ვეღარ გასწორდა მხრებში, დედამისს სამგლოვიარო ტანსაცმელი არც ახლა გაუხდია! ოდესღაც სიცოცხლით სავსე ოჯახი დადუმდა ტკივილისგან და სევდისგან. ეს დიდი დანაკარგი დღემდე მოჰყვება ოჯახს და ჩვენს ნათესაობას! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ოჯახის და სხვა გამწარებული ოჯახების ამბებიც…
ბადრი ს ომში რომ იბრძოდა, მაშინ აფრასიძეები შარა-გზაზე ყაჩაღობდნენ, საკუთარ ნათესავებსაც არ ინდობდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებდნენ და ადამიანებს მძევლებად იყვანდნენ. ამ ფაქტების უამრავი მოწმე არსებობს, ადგილობრივები და ტურიზმის სექტორიდანაც, ვინც ვერ გადაურჩა აფრასიძეების მიერ ძარცვას, გატაცებას და შეურაცხყოფას!
ბადრი მოგვიკლეს ყველას!
ვინ იყვნენ აფრასიძეები? ისინი იყვნენ მკვლელები და ყაჩაღები! ნურავინ ეცდება მათ წარმოჩენას მსხვერპლის სახით!
ფი. ეს. ჩვენი ერთ-ერთი წინაპრის, დადეშქელიანის ფოტოა, ბადრი ძალიან ჰგავს!

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ