ბადრა გუნბა – რუსეთთან კავშირი ს უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს

რუსეთთან კავშირი ს უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ე.წ. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
„რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორად რჩება. ს ფედერაციასთან ურთიერთობები უსაფრთხოების გარანტიისა და ეკონომიკური წინსვლის ფაქტორს წარმოადგენს“, – განაცხადა გუნბამ.
მისი თქმით, „ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი“.
ასევე, გუნბამ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობა „საგარეო პოლიტიკური ინტერესების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“ რჩება.
„აფხაზური მხარე მხარს უჭერს საქართველოსთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და ამას ხანგრძლივი სტაბილურობის მთავარ გარანტიად განიხილავს“, – აღნიშნა გუნბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი