ბაგებში, ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები უკვე იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
