ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა . ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტი დასრულებულია. მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალ, უკვე 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნება აღნიშნული ხიდის გამოყენება ავტომობილებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი ხიდი 4 სამოძრაო ზოლისგან შედგება.
„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, სიგრძეში 260 მ-ია და 4 სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მ-ია“, – განმარტა თბილისის მერმა.