მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, სტუმრად საქართველოს ნაკრების დამარცხების (92:79) შემდეგ, კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა გააკეთა.
„ვიცოდით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. საქართველო, განსაკუთრებით სახლში ფავორიტი იყო. თავიდან ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ, რაზეც ადრე ვილაპარაკეთ და ვიდეოზე გავარჩიეთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, მოედანზე აგრესიულობით, დაცვით, ენერგიით, მეტადრე მეორე ტაიმში, სწრაფი შეტევებით ადვილი ქულები მოვიპოვეთ. ამან თამაში შეცვალა. უმთავრესი კი ისაა, რომ მატჩის მეორე ნაწილში მოხსნებში ვდომინირებდით. თუ მოხსნებს იგებ, სწრაფი კონტრიერიშებისთვის კარგი შესაძლებლობა გაქვს.
თბილისში ასეთი გულშემატკივრების ზეწოლისას თამაში ადვილი არაა. ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ. ეროვნულ გუნდში ახლა ბევრი ახალგაზრდაა და მათთვის ქვეყნის საუკეთესო კალათბურთელებთან ერთად ასპარეზობა დიდი გამოცდილებაა.
საქართველოს ორი მართლაც დიდი მოთამაშე ჰყავს – ქართული კალათბურთის ლეგენდა გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია. მსოფლიოში ბევრი ისეთი მოთამაშეები არ არიან, რომლებიც ევროლიგაზე მძიმე მატჩის მეორე დღეს ნაკრებში მიემგზავრებიან. როგორც უკვე ვთქვი, ეროვნულ გუნდში თამაში გადასახადია, რომელიც შენს ქვეყანას უნდა გადაუხადო. მიხარია, რომ თბილისში ასეთ წნეხს გავუძელით“, – ციტირებს ბაგატსკისს sport.ua.
· !! გაგვაფარჩაკეს!
· tngh ესტონელი მსაჯით ბაგატსკისის გუნდი თბილისში არ წააგებდა…
ლატვიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
კოტე ტუღუში: ახალგაზრდებმა ლატვიასთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს
უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს
უკრაინელთა მწვრთნელი: გაიმარჯვა იმან, რომელსაც გაუმართლა – საქართველოსთან მეორე მატჩიც გვექნება
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა




