ბაბუის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრიგორიადისის ბაბუამ დაუდასტურა, თუმცა, მისთვის უცნობია, რის გამო მოხდა შვილიშვილის დაკავება.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქციაზე პერიოდულად ხმაურია. სამართალდამცავები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რასაც აქციის მონაწილეები პროტესტით ხვდებიან. ადგილი აქვს დაპირისპირების ცალკეულ შემთხვევას.
ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მომიტინგეთა დაკავება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა