„აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „სამართალი ხალხს, დამხობა ოლიგარქიას“ – ამ შინაარსით, ქუთაისში ხიდებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს

ქუთაისში ხიდებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს.
„აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „სამართალი ხალხს, დამხობა ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტები თეთრი ხიდის, რუსთაველის ხიდის და წითელი ხიდის მოაჯირებიდან გადმოფინეს.
პერფორმანსის ორგანიზატორები აქციების მონაწილეები არიან.
ქუთაისში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ უწყვეტი აქციები 83 დღეა გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…