ექიმი და ყოფილი სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე წერს, რომ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კერძოდ, ის წერს, რომ აეროპორტიდან შავი პრადოს მარკის მანქანით აეკიდნენ, გზა გადაუჭრეს, მანქანის კარი გამოუღეს, უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“აეროპორტიდან ამეკიდა შავი „პრადო“, ტაქსის გადაუჭრეს გზა, გადმოხტნენ, პოლიციელები ვართ, ღონისძიება ტარდებაო, კარი გამიღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილები ან თვითონ ეგენი. ტერორისტები არიან, შუა ქალაქში ტაქსს გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ძალადობა”, – წერს ის.

				
								
								

