ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს.
ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მცლის არეში აქვს მიღებული.
დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე ,უცნობია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.