ახმეტის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლის გარდა, მისი არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა

შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში კაცმა ცოლის გარდა, მისი არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.- წერია -ს განცხადებაში.
საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით. ასევე ნაპოვნია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა,რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.