ახმეტაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ავტობუსის გაჩერება მოგლიჯა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ეზოში გადავარდა და კაცს დაეცა.
როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მათ ბრიგადას კაცი დაღუპული დახვდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფოტო: IPN

ასევე დაგაინტერესებთ